Thursday, 19 April 2012


  1. მაისურაძე, ნინო მიხეილის ასული
    აღმოსავლეთ საქართველოს მუსიკალური კულტურა და ხალხური საყოფაცხოვრებო ტრადიცია : დის... ისტ.მეცნ.კანდ. / ხელმძღვ.: ბარდაველიძე ვ., გვახარია ვ. ; საქ. სსრ მეცნ. აკად. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრაფ. ინ-ტი ; ოფიც. ოპონენტები შ. მშველიძე, გ. გასიტაშვილი. - თბ., 1967. - 344გვ.[MFN: 27480]
    D 5300 - ხელუხლებელი ფონდი

  1. შილაკაძე, მ.
    ქართული ხალხური საკრავიერი მუსიკა : დის... ისტ.მეცნ.კანდ. / ხელმძღვ.: ჩიტაია გ., გვახარია ვ. ; საქ. სსრ მეცნ. აკად. ისტ., არქეოლოგ. და ეთნოგრაფ. ინ-ტი. - თბ., 1967. - 485გვ.. - ოფიც. ოპონენტები: გვახარია ვ., ჩხიკვაძე გ., გეგეშიძე მ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.[MFN: 27487]
    D 5311 - ხელუხლებელი ფონდი

  1. ღვინჯილია, გვანცა.
    ეროვნული ცნობიერების საკითხისთვის კლასიკური პერიოდის ქართულ მუსიკაში (რომანტიზმთან მიმართებით) : დის...ხელოვნებათმცოდნ. მეცნ. კანდ. 17.00.02 / სამეცნ. ხელმძღვ.: დ. გოგუა ; თბილ. სახ. კონსერვატორია. - თბ., 2004. - 176გვ. : ნოტ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 165-176[MFN: 28147]
    D 4.789 - ხელუხლებელი ფონდი

  1. ბაღაშვილი, გია.
    ქართული მუსიკალური ფოლკლორის ესთეტიკის სათავეებთან : დის...ხელოვნებათმც. მეცნ. კანდ. 17.00.02 / სამეცნ. ხელმძღვ.: მ. ანდრიაძე, კონსულტ.: ე. ჭოხონელიძე ; თბილ. სახ. კონსერვატორია. - თბ., 2005. - 186გვ. : ნოტ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 174-186[MFN: 28359]
    UDC: 781.7(479.22) + 78.01
    D 4.995 - ხელუხლებელი ფონდი

  1. ტაბლიაშვილი, მაია.
    პოლიფონიის როლი ქართულ კამერულ-ინსტრუმენტულ საანსამბლო მუსიკაში : დის... ხელოვნებათმც. მეცნ. კანდ. 17.00.02 / სამეცნ. ხელმძღვ.: დევილ არუთინოვი-ჯინჭარაძე ; თბილ. სახ. კონსერვატორიის მუს. თეორიის კათედრა. - თბ., 2005. - 236გვ. : ნოტ.[MFN: 28499]
    UDC: 785.7 + 781.42
    D 5.679 - ხელუხლებელი ფონდი

  1. Оикашвили, Джемал.
    Стилистические особенности гармонии З. Палиашвили : Дис... канд.искусствовед. / Науч. рук.: Ш. Асланишвили ; Тбил. гос. консерватория. - Тб., 1983. - 218с. : нот.. - Библиогр.: с. 167-170[MFN: 29452]
    პერსონალია:
    Фалиашвили Захария;
    D 6.734 - ხელუხლებელი ფონდი

  1. Лория, Александр.
    Виолончельный концерт в творчестве грузинских композиторов : Дис... канд.искусствовед. / Науч. рук.: Торадзе Г. ; Тбил. гос. консерватория, Каф. виолончели, контраб. и арфы. - Тб., 1988. - 140с.. - Библиогр.: с. 132-139[MFN: 29468]

  1. Лория, Александр..
    Виолончельный концерт в творчестве грузинских композиторов : Дис... канд.искусствовед. / Науч. рук.: Торадзе Г. ; Тбил. гос. консерватория, Каф. виолончели, контраб. и арфы. - Тб., 1988. - 140с.. - Библиогр.: с. 132-139[MFN: 29468]
    Примечание : Нотные примеры. - 1988. - 45с. : нот.[MFN: 29469]
    D 6.680 - ხელუხლებელი ფონდი

  1. წურწუმია, რუსუდან.
    კომპოზიტორის ფოლკლორთან დამოკიდებულების პრობლემა ქართული ინსტრუმენტული მუსიკის მაგალითზე : დის... ხელოვნებათმცოდნ.კანდ. / სამეცნ. ხელმძღვ.: გივი ორჯონიკიძე ; თბილ. კონსერვატორიის მუსიკ. ისტ. კათედრა. - თბ., 1983. - 211გვ. : ნოტ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 164-179[MFN: 29633]
    D 6.715 - ხელუხლებელი ფონდი

  1. Жгенти, Наталья.
    С. Насидзе и его симфоническое творчество : Дис... канд.искусствовед.наук / Науч. рук.: Г. Торадзе ; Тбил. гос. консерватория. - Тб., 1983. - 181c.. - Библиогр.: с. 166-181[MFN: 29637]
    პერსონალია:
    Насидзе Сулхан;
    D 6.677 - ხელუხლებელი ფონდი

 
საეკლესიო მუსიკა, ქრისტიანული საეკლესიო ღვთისმსახურების თანმხლები მუსიკა. საფუძვლად უდეს რელიგიური ხასიათის ტექსტები:

მართლმადიდებლურმა, კათოლიკურმა, პროტესტანტულმა და სხვა ქრისტიანულმა ეკლესიებმა ლიტურგიკის მუზიცირების თავისებური ფორმები შეიმუშავეს. თავის მხრივ მართლმადიდებლური ლიტურგიკაც (იმისდა მიხედვით თუ რომელ ავტოკეფალიას ექვემდებარება) სხვადასხვაგვარია, მაგ., ანტიოქიური, ბერძნული, სერბული, ბულგარული, ქართული, რუსული და სხვა ცალკეულ ერებში ლიტურგიკამ და მასთან დაკავშირებულმა მუსიკამაც გარკვეული ცვლილებები განიცადა. შუა საუკუნეების საქართვლოში გავრცელებული იყო კანონიკური გალობა, ხოლო XVI-XVIII საუკუნეებიდან შემოიღეს ახალი სახის — ჭრელებზე აგებული საგალობო სისტემა. ქართული კანონიკური საგალობლები ძირითადად ბერძნულ სისტემას ემყარებოდა, ხოლო ჭრელების სისტემის საფუძველს კი მრავალხმიანობა და ქართული ხალხური მუსიკა შეადგენდა. მართლმადიდებლურ ეკლესიებში ლიტურგიკის დროს გალობა საკრავის გარეშე სრულდებოდა.

კათოლიკური სასულიერო მუსიკის საფუძველი გრიგორიანული ქორალია (ლათინურ ენაზე), რომელიც სრულდებოდა შემდეგი მუსიკალური ფორმებით: ორგანუმი, მოტეტი, მადრიგალი, ფსალმუნები, ჰიმნები, მესა, რეკვიემი, მაგნიფიკატი, ტედეუმი და სხვა. გალობენ პროფესიონალი მომღრლები საკრავის თანხლების გარეშე (a cappella), ან გუნდი საკრავების ანსამბლთან თუ ორგანთან ერთად.


ისტორიულად, მულიკალური კულტურის განვითარების გარკვეულ ეტაპზე სასულიერო მუსიკამ დიდი გავლენა მოახდინა პროფესიულ და ხალხურ შემოქმედებაზე. თავის მხრივ ხალხური სიმღერებმაც დიდი როლი შეასრულა სასულიერო მუსიკის ფორმირებაში, ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს ქართულ სასულირო მუსიკაში. 
docs(veb)

გამყინავი 

გამყივანი, გუნდის მომღერალ მამაკაცთა მაღალი, მჭახე, განსაკუთრებული ტემბრის ძლიერი ხმა გურულ და აჭარულ სიმღერებში. ხშირად გაიგივებულია წვრილთან. ზოგჯერ უახლოვდება კრიმანჭულს. იყენებენ სიმღერების გარკვეულ ჯგუფში (”ნადური”, “ჰადილა”, “კალოს ხელხვავი”…). გამყივანის სასიმღერო ტექსტი შინაარსმოკლებული სიტყვების (რიმტირი, ტირირიმ, ვარირა, ჰოვდილა …), ზოგჯერ კი ცავკეული მარცვლებისაგან (რი, რა, რუ, დილ, ია, უა…) შედგება.


მოძახილი

მოძახილი, ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის ერთ-ერთი ზემო ხმა, რომელიც მთქმელს მოსძახის. „შოთა მღერის, მეფე თეიმურაზ, არჩილ მოსძახის ძმურება“ (დავით გურამიშვილი). მოძახილი შეიძლება იყოს როგორც მეორე, ასევე პირველი ხმაც (იმის მიხედვით, თუ რომელია მთქმელი).

ბანი 

ბანი, თავდაპირველად მუსიკალური ნაწარმოების შებანების, აკომპანემენტის გამომხატველი ქართული სამუსიკო ტერმინი. “დავით უცემდა ორღანოთა შებანებულითა” (ძველი აღთქმა).სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონით – “ბანი – ხმის შეწყობა. ბანი ეწოდების რა გალობასა გინა სიმღერასა სხვა ხმა შეუწყოს”. ამჟამად ბანი ეწოდება 1. მრავალხმიან საგუნდო ნაწარმოებში ყველაზე დაბალ ხმას; 2. აკორდის ქვედა ბგერას; 3. მამაკაცის დაბალი რეგისტრის ხმას.
ქართულ ხალხურ მუსიკაში არსებობს ბანის შემდეგი სახეობანი: მაღალი ბანი, დაბალი ბანი, შემდეგი, ბოხი, დვრინი (დვინი), დუმბო.

ქართული ხალხური მუსიკა


ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროში იღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორ სარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა ქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას.
უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ მასალებსა და ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება. აღმოჩენილია სხვადასხვაგვარი საკრავი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაუმზადებიათ: სალამურები, ჩანგი, ლირა
უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან მრავალხმიანობა ახასიათებდათ. მრავალხმიანობა, ანუ პოლიფონიურობა, კი უნიკალურ მოვლენად ითვლება და მსოფლიოს ხალხთა შორის ერთეულები თუ დაიტრაბახებენ ასეთი სიმდიდრით. ქართული მრავალხმიანობა მათ შორისაც სრულიად განსაკუთრებულია, განსხვავებული და მრავალეფროვანი. საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, ასეთი დიალექტები 15-მდე აღწევს.
ქართული ხალხური სიმღერები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენს წინაპართა ადათებსა და ცხოვრების წესზე. ამდენად, ქართულ ხალხურ სიმღერას ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. საქართველოში დღემდეა შემორჩენილი უძველესი სარწმუნოების კვალი, რომელშიც ქართველთა მითოლოგიური წარმოდგენებია ასახული. ქართულ სოფელში დღესაც შეიძლება მოისმინოთ უძველესი შელოცვები, ამინდის ღვთაების საგალობლები, მზის სადიდებელი ჰიმნი, სამკურნალო სავედრებელნი და სხვა. მათი შესწავლა საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორ მღეროდნენ ჩვენი წინაპრები 2-3 ათასი წლის წინ.
აღსანიშნავია, რომ უძველესი სიმღერები მრავალხმიანია და გუნდურად სრულდება, რაც ქართული ხალხური მუსიკის ყველაზე უფრო დამახასიათებელი და გამორჩეული მხარეა.
საუკუნეების მანძილზე ქართული ხალხური სიმღერა იხვეწებოდა და მდიდრდებოდა. „ჩაკრულოს“„ლილეს“, „ჰასანბეგურას“, „მრავალჟამიერის“„იავნანას“ და კიდევ მრავალ უბრწყინვალეს სიმღერათა სამშობლო – საქართველო „მსოფლიო ხალხური მუსიკის სატახტო ქვეყნად იქცა“*, ხოლო ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო შედევრად აღიარეს.
ქართველ ხალხს სამართლიანად შეუძლია იამაყოს წინაპართა მიერ შექმნილი უძველესი და უმდიდრესი მუსიკალური კულტურით, რომლის მოვლა-პატრონობაც ახალგაზრდა თაობის ვალია.
არსებობს ხალხური მუსიკის სხვა და სხვა ხმები : გამყინავი,მოძახილი,ბანი, და სხვა.