Thursday, 19 April 2012


გამყინავი 

გამყივანი, გუნდის მომღერალ მამაკაცთა მაღალი, მჭახე, განსაკუთრებული ტემბრის ძლიერი ხმა გურულ და აჭარულ სიმღერებში. ხშირად გაიგივებულია წვრილთან. ზოგჯერ უახლოვდება კრიმანჭულს. იყენებენ სიმღერების გარკვეულ ჯგუფში (”ნადური”, “ჰადილა”, “კალოს ხელხვავი”…). გამყივანის სასიმღერო ტექსტი შინაარსმოკლებული სიტყვების (რიმტირი, ტირირიმ, ვარირა, ჰოვდილა …), ზოგჯერ კი ცავკეული მარცვლებისაგან (რი, რა, რუ, დილ, ია, უა…) შედგება.


მოძახილი

მოძახილი, ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის ერთ-ერთი ზემო ხმა, რომელიც მთქმელს მოსძახის. „შოთა მღერის, მეფე თეიმურაზ, არჩილ მოსძახის ძმურება“ (დავით გურამიშვილი). მოძახილი შეიძლება იყოს როგორც მეორე, ასევე პირველი ხმაც (იმის მიხედვით, თუ რომელია მთქმელი).

ბანი 

ბანი, თავდაპირველად მუსიკალური ნაწარმოების შებანების, აკომპანემენტის გამომხატველი ქართული სამუსიკო ტერმინი. “დავით უცემდა ორღანოთა შებანებულითა” (ძველი აღთქმა).სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონით – “ბანი – ხმის შეწყობა. ბანი ეწოდების რა გალობასა გინა სიმღერასა სხვა ხმა შეუწყოს”. ამჟამად ბანი ეწოდება 1. მრავალხმიან საგუნდო ნაწარმოებში ყველაზე დაბალ ხმას; 2. აკორდის ქვედა ბგერას; 3. მამაკაცის დაბალი რეგისტრის ხმას.
ქართულ ხალხურ მუსიკაში არსებობს ბანის შემდეგი სახეობანი: მაღალი ბანი, დაბალი ბანი, შემდეგი, ბოხი, დვრინი (დვინი), დუმბო.

No comments:

Post a Comment